Joomla Templates and Joomla Extensions by JoomlaVision.Com

საგნობრივი კათედრები

შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლაში“ ფუნქციონირებს შვიდი საგნობრივი კათედრა:

  1.ქართული ენისა და ლიტერატურის

  2.დაწყებითი საფეხურის

  3.მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების

  4.უცხოური ენების

  5.საზოგადოებრივი მეცნიერებების

  6.საბუნებისმეტყველო მეცნიერებების

  7.ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის

კათედრების მუშაობაში ჩართულია სკოლის ყველა მასწავლებელი.

საგნობრივი კათედრების ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

გ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. მომიჯნავე საგნებში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებისთვის საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;

ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

ზ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;

თ) სკოლის დირექტორისთვის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის წარდგენა.

ი) კათედრის წევრებიდან ირჩევა კათედრის თავმჯდომარე, ერთი სასწავლო წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით. ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ ორჯერ.

კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);

კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის ორგანოებისათვის (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);

მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვა) ორგანიზება და მონიტორინგი.

კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

logo-cu

ssilka1

ssilka2

ssilka3

ssilka4


თებერვალი 2023
5
კვირა
02:30