სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.
სასწავლო კვირეების რაოდენობა I კლასის მოსწავლეებისათვის არის - 34 კვირა, XII კლასის მოსწავლეებისათვის არის 33 კვირა, ხოლო II და XI კლასელებისათვის - 36 კვირა.
ყველა საფეხურის მოსწავლეებისათვის სასწავლო წლის I და II სემესტრში სწავლა იწყება ერთსა და იმავე დროს. კერძოდ, I სემესტრში - 15 სექტემბერს, ხოლო მეორე სემესტრში - 17 იანვარს, ხოლო სწავლის დასრულების თარიღი სხვადასხვა კლასების მოსწავლეებისათვის სხვადასხვაა. კერძოდ, 20 მაისს სწავლას ასრულებენ ΧII კლასის მოსწავლეები, 27 მაისს I კლასის მოსწავლეები, 15 ივნისს კი II და ΧI კლასის მოსწავლეები.
ზამთრის არდადეგებია - 30/12-2021 დან 15/01/2022 - მდე;
საგაზაფხულო არდადეგებია - 08/03/2022 დან 15/03/2022 - მდე;
სააღდგომო არდადეგებია - 22/04/2022-დან 26/04/2022- მდე.
ყველა პედაგოგი ზარის დარეკვამდე უნდა იმყოფებოდეს ცხრილით განსაზღვრულ სასკოლო ოთახთან.
გაკვეთილის ხანგრძლივობა I კლასში 35 წუთია, II კლასში 40 წუთი, III –XII კლასებში 45 წუთი. გაკვეთილებს შორის დასვენება 5 წუთია. IV და V გაკვეთილებს შორის დასვენება არის 10 წუთი.
2021-2022 სასწავლო წლის საერო და საეკლესიო უქმე დღეები |
|
14.10.2021 |
სვეტიცხოვლობა |
23.11.2021 |
გიორგობის დღე |
01.01.2022 02.01.2022 |
ახალი წლის სადღესასწაულო დღეები |
07.01.2022 |
შობა |
03.03.2022 |
დედის დღე |
08.03.2022 |
ქალთა საერთაშორისო დღე |
09.04.2022 |
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე |
12.05.2022 |
ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე |
26.05.2022 |
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე |
სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ:
ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;
ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები, ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.