ვულოცავ ჩემს საყვარელ ბათუმელებს კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების შემომატებას. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ჩვენი მეორე წარმატებული ინოვაციური პროექტია ქ.ბათუმში კავკასიის ტურიზმის სკოლის დაფუძნების პარალელურად. ჩვენ ვცდილობთ სამომავლოდ მოვიცვათ საგანმანათლებლო საქმიანობის ყველა საფეხური, რათა შემდგომში სრულყოფილად გამოვიყენოთ კავკასიის უნივერსიტეტის მდიდარი გამოცდილება, აჭარის ინტელრქტუალური რესურსი, მხოლოდ ცენტრისა და რეგიონის ერთიანობით. კომპლექსური მიდგომათა და საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი იმ გამოწვევების დაძლევა, რომელთა წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა.
პატივისცემით,
კახა შენგელია
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.