Joomla Templates and Joomla Extensions by JoomlaVision.Com

დირექტორის მისალმება

 ვულოცავ კავკასიის ბიზნესის სკოლის დამფუძნებლებს,  მოსწავლეებს, ღირსეულ პედაგოგიურ კოლექტივს და სკოლის ადმინისტრაციას ხუთი წლის იუბილეს. ბევრში ჩვენი ამაღლებული განწყობა შესაძლებელია ღიმილს იწვევდეს, რადგან ქვეყანაში სადაც იყალთოსა და გელათის აკადემიები საუკუნეებს ითვლის ხუთი წელი რა მოსატანია. მაგრამ ჩვენთვის კი ეს იყო ძიების, ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში მართლაც ბევრი ვაზიარეთ დედა ენის მადლს, ბევრს მივეცით ცხოვრების  საგზური, მრავალი ნოვაციით დავამახსოვრეთ თავი აჭარის რეგიონის საზოგადოებას.

 ხუთი წლის იუბილეს ჩვენ ვხდებით საკუთარი სკოლის კედლებში კეთილმოწყობილი ეზოთი, გამართული ინფრასტრუქტურითა და მოტივირებულ პროფესიონალთა გუნდით. წინ კიდევ უფრო მეტი გამოწვევა გველის. მე მჯერა და მწამს, რომ შევძლებთ მათ დაძლევას და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, ღირსებით აღსავსენი, შეაღებენ არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოწინავე უმაღლესი სასწავლებლის კარებს და იქ დაიმკვიდრებენ ადგილებს უკეთესთა შორის.


თებერვალი 2023
5
კვირა
01:38