Joomla Templates and Joomla Extensions by JoomlaVision.Com

შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლის“ სამოქალაქო კლუბი „ამბიონის“
ხელმძღვანელის ანგარიში.

2015 წლის 20 ოქტომბერს ჩვენს სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო კლუბი „ამბიონი“, სადაც გაწევრიადნენ IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები. კლუბის წევრები სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში, პროექტებში, ტრენინგებსა და სემინარებში. ეწყობოდა ჯგუფური ვიზიტები კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, ტარდებოდა შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.      

სხვადასხვა აქტივობებმა და ინიციატივებმა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ხელი შეუწყო აქტიურად ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

-         მოსწავლეებმა გააცნობიერეს თავიანთი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

-         გაიაზრეს რა წვლილის შეტანა შეუძლიათ სკოლისა და საკუთარ დასახლებაში არსებული პრობლემების გადაჭრაში.

-         საკუთარ თავში აღმოაჩინეს ისეთი ძლიერი მხარეები როგორიცაა: ლიდერობა, დაგეგმვის ნიჭი, ურთიერთ თანამშრომლობა.    

2015 სასწავლო წელს შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლა“ დაჯილდოვდა ტექნიკით (ნოუთ ბუქით - HP ) სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული მუშაობისათვის. ჯილდო გაიცა პროგრამის „მომავლის თაობა“-ს ფარგლებში, პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია “PH International” აშშ საეთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

2017 სასწავლო წელს შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლა“ დაჯილდოვდა ტექნიკით (პლანშეტით - ASUS ZenPad 10) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ვიდეოსთვის.      

 

                                                

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი საიტი?



 

საიტზეა

logo-cu

ssilka1

ssilka2

ssilka3

ssilka4


თებერვალი 2023
5
კვირა
02:31