Joomla Templates and Joomla Extensions by JoomlaVision.Com

   შპსკავკასიის ბიზნესის სკოლა კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული (9.03.2010) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებ, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების ყველა საფეხურს.

 

შესაბამისად სრული ზოგადი განათლების საფეხურებია:

ა) დაწყებითი - I-VI კლასები;

ბ) საბაზო - VII-IX კლასები;

გ) საშუალო - X-XII კლასები.

 

დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევების დონის დაძლევას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ მის დადასტურებას. 

 

დაწყებითი საფეხურის მისიაა

ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;

ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;

გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

 

საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

 

საშუალო საფეხურის მისიაა

ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება

ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

 

შპს კავკსიის ბიზნესის სკოლაში ასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.

 

სასწავლო კვირეების რაოდენობა I კლასის მოსწავლეებისათვის არის - 34 კვირა, XII კლასის მოსწავლეებისათვის არის 33 კვირა, ხოლო II და XI კლასელებისათვის - 36 კვირა.

ყველა საფეხურის მოსწავლეებისათვის სასწავლო წლის I და II სემესტრში სწავლა იწყება ერთსა და იმავე დროს. კერძოდ, I სემესტრში - 15 სექტემბერს, ხოლო მეორე სემესტრში - 17 იანვარს, ხოლო სწავლის დასრულების თარიღი სხვადასხვა კლასების მოსწავლეებისათვის სხვადასხვაა. კერძოდ, 20 მაისს სწავლას ასრულებენ ΧII კლასის მოსწავლეები, 27 მაისს I კლასის მოსწავლეები, 15 ივნისს კი II და ΧI კლასის მოსწავლეები.

ზამთრის არდადეგებია - 30/12-2021 დან 15/01/2022 - მდე;

საგაზაფხულო არდადეგებია - 08/03/2022 დან 15/03/2022 - მდე;

სააღდგომო არდადეგებია - 22/04/2022-დან 26/04/2022- მდე.

ყველა პედაგოგი ზარის დარეკვამდე უნდა იმყოფებოდეს ცხრილით განსაზღვრულ სასკოლო ოთახთან. გაკვეთილის ხანგრძლივობა I კლასში 35 წუთია, II კლასში 40 წუთი, III –XII კლასებში 45 წუთი. გაკვეთილებს შორის დასვენება 5 წუთია. IV და V გაკვეთილებს შორის დასვენება არის 10 წუთი.

 

შპს კავკსიის ბიზნესის სკოლის მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები

მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება გვაძლე ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.

მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფასება ეფუძნვნება სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს.

 

მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

 

) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

 

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

 

განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება კლასში

შეფასება შეიძლება იყოს: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.

განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

 

 

შპს „კავკსიის ბიზნესის სკოლაში“ მოქმედი განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების აღწერილობა

 

 

განმავითარებელი

განმსაზღვრელი

მიზნები

 

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.

მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.

ამოცანები

ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება;

წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;

მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება;

მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება;

ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება;

ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება;

ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასება;

 

ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

წარმატების კრიტერიუმი

განხორციელებული წინსვლა წინარე შედეგებთან/ წინარე დონესთან შედარებით.

მიღწევის დონე საგნობრივი სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შედარებით

შემფასებელი და შეფასების ფორმები

მასწავლებელი: ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ...

მოსწავლეები: თვითშეფასებით; ურთიერთშეფასებით.

მასწავლებელი: ქულა (შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით).

 

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებ წერ მოსწავლის მოკლე წერილობით შეფასება, რომელშიც ახასიათებენ მოსწავლეს, აღნიშნავენ მის წარმატებებს და მიუთითებენ, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

 

საშინაო და საკლასო დავალებების კომპონენტში, მიმდინარე სასწავლო წელს, სკოლა გეგმავს კომპლექსურ დავალებებზე  გადასვლას.

საშინაო და საკლასო დავალებებში დიდი ყურადღება დაეთმობა განმავითარებელი შეფასებების გამოყენებას.

თითოეულ მასწავლებელ შემუშავებს კომპლექსური დავალებისათვის შეფასების კრიტერიუმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტებში მოცემული შეფასების რუბრიკების ნიმუშებზე დაყრდნობით.

 

იგეგმება კომპლექსური დავალებების გამოყენება შემაჯამებელ დავალებებად (მოსწავლის მიერ სასწავლო პროდუქტის შექმნა: ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე -გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.).

 

შემაჯამებელი კომპლექსური დავალება

განისაზღვრება თემების მიხედვით და წარმოადგენს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას;

 

შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი

მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება. თუ მოსწავლე ვერ/არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას,  საგნის მასწავლებელთან შეთანხმებით, სკოლა მისცემს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალების აღდგენის საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენს ერთ-ერთს ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

Ø  სამედიცინო ცნობას ;

Ø  მშობლის ახსნა განმარტებას, შემაჯამებელი სამუშაოს გაცდენის მიზეზის შესახებ;

Ø  საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელ წერილს.

მოსწავლეს შეუძლია შემაჯამებელი დავალებების აღდგენა მასწავლებლის მიერ დაგეგმილი დამატებითი გრაფიკის ვადებში (სემესტრის მსვლელობისას,  ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით).

Ø  შემაჯამებელი აღდგენითი სამუშაო ჩატარდება  მოსწავლის სკოლაში გამოცხადებიდან  ერთი კვირის ვადაში. თუ მოსწავლეს ავადმყოფობის გამო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ შეუძლია სკოლაში მოსვლა მასწავლებელს ევალება შეარჩიოს მისი მდგომარეობის შესაბამისი გამოკითხვის ფორმა ( კითხვა-პასუხი, ტესტი);

Ø  შემაჯამებლი სამუშაოს აღდგენის დრო და ფორმა მოსწავლეს და მშობელს ეცნობება კლასის მზრუნველის მიერ და  თუ მოსწავლე არ აპირებს კონკრეტული შემაჯამებელი სამუშაოს აღდგენას დაფიქსირდება ხელისმოწერით;

Ø  შემაჯამელი სამუშაოს აღდგენის  ინდივიდუალურ  გრაფიკს პედაგოგი ათანხმებს დირექტორის მოადგილესთან, კოორდინატორთან სასწავლო დარგში (ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად)

 

 

logo-cu

ssilka1

ssilka2

ssilka3

ssilka4


თებერვალი 2023
5
კვირა
00:57