Joomla Templates and Joomla Extensions by JoomlaVision.Com

სკოლის ფსიქოლოგიური სამსახური

 

 ჩვენს სკოლაში ფსიქოლოგიური სამსახურის არსებობა არსებულმა რეალიებმა განაპირობეს. ამ ეტაპზე სკოლის უმთავრეს საჭიროებას წარმოადგენს მოსწავლეების ერთმანეთთან და სკოლასთან სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კავკასიის ბიზნესის სკოლაში  თავი მოიყარეს  ბათუმის  სხვადასხვა სკოლებიდან გადმოსულმა მოსწავლეებმა სოციალური ურთიერთობების სრულიად სხვადასხვა გამოცდილებით. მათთვის სერიოზულ პრობლემად იქცა თვითდამკვიდრება ახალ კოლექტივში . ის, თუ რამდენად წარმატებულად განხორციელდება  ეს პროცესი, ბევრად განსაზღვრავს მომავალში მათ სასწავლო  მოტივაციასა და ჩართულობას სასწავლო პროცესში.

ჩვენი სკოლისათვის ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს  ქცევაში გარკვეული დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობა,განსაკუთრებით დაწყებით კლასებში.

 ნებისმიერი წარმატება ბავშვთან მუშაობის პროცესში ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქტიურად თანამშრომლობს მშობელი სკოლასთან. ცალკეულ შემთხვევებში მშობლები აქტიურად მოგვმართავენ და იღებენ ჩვენგან საჭირო ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს ბავშვთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემების მოსაგვარებლად.

 

logo-cu

ssilka1

ssilka2

ssilka3

ssilka4


თებერვალი 2023
5
კვირა
01:46