Joomla Templates and Joomla Extensions by JoomlaVision.Com
მისია და მიზნები

 შპსკავკასიის ბიზნესის სკოლის“ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მისია,  მიზნები და განვითარების სტრატეგია 

შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლის“ მისიაა საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარზე ხარისხიანი, მრავალსაფეხურიანი განათლების მიწოდება; ცივილიზებული სამყაროს ინტელექტური მემკვიდრეობის დაცვა, გამრავლება, გავრცელება; ჯანსაღი ცხოვრების  წესის დამკვიდრება; სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; ეროვნულ-კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა; მეწარმის, როგორც ქვეყნის მარჩენალის იმიჯის დამკვიდრება; საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; გარემოს დაცვით და სოციალურ პროექტებში მონაწილეობა. 

მითითებული მისიის რეალიზაციისათვის სკოლის მიზანია კონკურენტუნარიანი, აქტიური, შემოქმედებითი აზროვნებისა და პიროვნული ღირსების მქონე, მაღალი ეროვნული თვითშეგნების მუხტის მატარებელი თაობის აღზრდა, ინტელექტუალური დოვლათის შექმნა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და ზოგადად ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. 

გაცხადებული მიზნის მიღწევისათვის სკოლა: 

შექმნის მრავალფუნქციონალურ, საგანმანათლებლო რესურსით უზრუნველყოფილ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას; 

. უზრუნველყოფს თანამშრომელთა და მოსწავლეთა ფიზიკურ, ფსიქოემოციურ და ინტელექტუარულ უსაფრთხოებას; 

. თავს მოუყრის მაღალი აკადემიური სტანდარტისა და თანამედროვე სწავლების მეთოდებით აღჭურვილ, მოტივირებულ და ენერგიულ პედაგოგებსა და გამოცდილ დამხმარე პერსონალს; 

. შექმნის და დანერგავს სწავლების საუკეთესო მეთოდებსა და ტრადიციებზე დაფუძნებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამას; 

. ააგებს „სწავლა-სწავლების“ პროცესს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე; 

. დანერგავს მონაწილეობითი მართვისა და ადმინისტრირების გამჭირვალე პრინციპებს. უპირატესობას მიანიჭებს კონსტრუქციულ პროფესიონალურ ხელმძღვანელობას; 

. პერმანენტულად იზრუნებს პედაგოგებისა და დამხმარე პერსონალის გადამზადებაზე; 

. დანერგავს პედაგოგთა და მოსწავლეთა საქმიანობის შეფასების რეიტინგულ სისტემებს; 

. მოიზიდავს ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს, როგორც დონორი ორგანიზაციებიდან, ისე სახელმწიფო ფონდებიდან; 

. ითანამშრომლებს საქართველოსა და უცხოეთის შესაბამისი პროფილის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; 

. განახორციელებს თანმხლებ ეკონომიკურ საქმიანობას.

 

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი საიტი?



 

საიტზეა

logo-cu

ssilka1

ssilka2

ssilka3

ssilka4


თებერვალი 2023
5
კვირა
02:37